
"არ ვაპირებთ ალიანსის დატოვებას. პირიქით, უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს ალიანსი გაძლიერდეს და გაფართოვდეს", - ამის შესახებ პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
გიორგი კაპანაძის თქმით, მცირე გაუგებრობა, რომელიც ალიანსის შიგნით იყო, დასრულებულია.
"არ ვაპირებთ ალიანსის დატოვებას. პირიქით, უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს ალიანსი გაძლიერდეს და გაფართოვდეს. ამ თვალსაზრისით, საჭიროა საზოგადოებასთან კიდევ უფრო მეტი ინტერაქცია, შეხვედრა და მასშტაბური კამპანიის დაწყება.
მცირე გაუგებრობა, რომელიც იყო ალიანსის შიგნით, შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულია", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.