
პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი საკუთარ ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებას ისურვებდა და ამ საკითხში საფრანგეთის დახმარების იმედი აქვს.
როდესაც მას ჰკითხეს, აქვს თუ არა იმედი, რომ ფრანგული ბირთვული იარაღი პოლონეთში განთავსდება, ნავროცკიმ უპასუხა:
როგორც პოლონეთის პრეზიდენტი, მიმაჩნია, რომ პოლონეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ბირთვულ გადანაწილებაში. მას უნდა ჰქონდეს საკუთარი ბირთვული, ენერგეტიკული, სამოქალაქო და სამხედრო შესაძლებლობები. პოლონეთსა და საფრანგეთს შორის პარტნიორობა სწორედ ამაზეა დაფუძნებული.
პოლონელი ლიდერის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რაც მის ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.
„შესაძლოა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. მაგრამ თუ მკითხავთ, უნდა მიიღოს თუ არა პოლონეთმა მონაწილეობა ბირთვულ გადანაწილებაში, რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ დიახ“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.