
GORBI-მ მორიგი წინასაარჩევნო კვლევა ჩაატარა. ივნისში ჩატარებული კვლევის ახალ შედეგებთან შედარებისას გამოიკვეთა, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი საგრძნობლად გაზრდილია.
GORBI-ს წინა კვლევა ჩატარდა 22 ივნისი 5 ივლისის პერიოდში. მაშინ მმართველი პარტიის რეიტინგი 56.2% იყო, ეს მონაცემი კი დაახლოებით ერთ თვეში, თითქმის 10%-ით გაიზარდა და 65.9% შეადგინა.
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების რეიტინგი „ლელოს“ გარდა მცირედით გაზრდილია, „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ახლის“ მხარდამჭერთა ნაწილის ხარჯზე, რადგან ეს ორი პარტია არჩევნებში არ მონაწილეებს, მათი ამომრჩეველთა ხმების ნაწილი სწორედ ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა.
კლება შეინიშნება ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოს“ რეიტინგში, რომელიც 10.7% იყო და ახლა მათი მხარდაჭერა 10.4%-ს შეადგენს.
გიორგი გახარიას პარტიის მაჩვენებელი წინა კვლევაში 10% იყო, ახლა კი 10.7%-ია. დაახლოებით ერთი თვის შუალედში გაზრდილია „გირჩის“ რეიტინგიც 3.2%-დან 5.1%-მდე.
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, მათი მონაცემი GORBI-ს წინა კვლევაში 1.8% იყო, ხოლო ახლა მათი რეიტინგი 4.2% შეადგენს.
