რეზონანსი
10.09.2025

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე "ლელო - ძლიერი საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიის ლიდერებს "ღამის კურიერის" ეთერში აკრიტიკებს. მისი შეფასებით, აღნიშნული პარტიის ლიდერები საპროტესტო აქციებზე ვერ მიდიან, რადგან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო "მისასვლელი პირი არ აქვთ."

"ეს განაჩენი საკუთარ თავს თვითონ გამოუტანეს. აქციაზე კაცი რომ ვერ მოდიხარ, ხომ უნდა დაფიქრდე, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებ. იმ აქციაზე, იცით რამდენი მათი ყოფილი მხარდამჭერია? მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირზე მე ვინმემ ბილეთების გამყიდველად კი არ დამაყენა, იქ რატომ ვერ მოდიან? მათი ძალიან ღირსეული ბევრი ახალგაზრდა დადის იმ აქციებზე და პატივს ვცემ, განსაკუთრებით "ლელოს" წარმომადგენლებს, მაგრამ ეს ლიდერები რატომ არ მოდიან, თუ ვერ მოდიან? პროცესიდან თავი მე არ გამიმიჯნია. მე მგონია, რომ ვერ მოდიან, იმიტომ, რომ იქ ვინც ვართ შეკრებილები, პარტიული აფილიაციის მიღმა, პოლიტპატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები, რომელთაც მათ უმორჩილესად სთხოვეს, ამ რუსულ სპეცოპერაციაში არ მიეღოთ მონაწილეობა და მათ ეს აზრი არ გაითვალისწინეს, ჩემი აზრით, ამ ადამიანებთან მისასვლელი პირი ამ წუთას არ აქვთ", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×