რეზონანსი
10.09.2025

"ქართულ ოცნებისთვის" ეუთო/ოდირის უარის მიზეზად დასახელებული არგუმენტი უცნაურია. მმართველ გუნდისთვის გაუგებარია, რა ვადის დაგვიანებაზე საუბრობს სადამკვირვებლო ორგანიზაცია, როდესაც მოწვევისთვის განსაზღვრულ კონკრეტულ თარიღებს კანონი არ ითვალისწინებს. ეს არგუმენტი მმართველი ძალისთვის რეალური მიზეზის ნაცვლად, საბაბია. რეალურად კი, ეუთო/ოდირმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარით მოსალოდნელი ზეწოლა გადააზღვია.

ეუთო/ოდირის მიერ დასახელებულ მიზეზს ოპოზიცია ეჭვქვეშ არ აყენებს. ხელისუფლების ოპონენტები არც იმით ინტერესდებიან, რომ კანონში მისიის მოწვევის ვადები გაწერილი არ არის.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პასუხი სახელისუფლებო პარტიაში არ გაჰკვირვებიათ. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგზე უარს იტყოდა, რადგან ორგანიზაცია ზეწოლას ვერ გაუმკლავდებოდა.

4 ოქტომბრის არჩევნებს ეუთო/ოდირის მისია არ დააკვირდებიან, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ცესკოში უკვე 16 საერთაშორისო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელიც მუნიციპალური არჩევნების მონიტორინგისთვის ემზადება.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად 24 დღე რჩება. 4 ოქტომბერს ამომრჩეველი 64 მუნიციპალიტეტში მერებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×