რეზონანსი
10.09.2025

ევროპელმა კანონმდებლებმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან დადებული გარიგების გამო გააკრიტიკეს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტარებმა ფონ დერ ლაიენის გაკრიტიკება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან ტრამპთან დადებული სავაჭრო შეთანხმების დაცვა დაიწყო.

„სად იყო ევროპა, როცა თქვენ ტრამპთან უსამართლო შეთანხმებას ხელს აწერდით?“, - ჰკითხა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტარმა ირატჩე გარსია პერესმა.

ევროდეპუტატის თქმით, ევროპული საქონლის ექსპორტზე 15-პროცენტიანი გადასახადის დაწესებისა, ხოლო ამერიკულ საქონელზე გადასახადის გაუქმების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება მიუღებელია.

გარსიას თქმით, ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომია „გოლფის მოედნის ქვეშ დაიმარხა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×