
ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა რუსეთს პროვოკაციების მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსული დრონები ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.
„ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა რუსეთს პროვოკაციების
მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს. ხშირად, ყოველგვარი არგუმენტის წარმოდგენის მცდელობის გარეშე“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა და პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა.