რეზონანსი
10.09.2025

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები შეაფასა, რომლის თქმითაც, „ეს არის სწორედაც უსამშობლო ადამიანების სახე“.

მისივე თქმით, მათ დაუკვეთეს სიძულვილი და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ.

„ჩვენ ვიხილეთ გარედან დაფინანსებული ნაცტიტუშკებისა და ორკების გაუგონარი პროვოკაცია და ეს არის სწორედაც უსამშობლო ადამიანების სახე. მათ დაუკვეთეს სიძულვილი. ისინი ამ სიძულვილის გამოფრქვევისთვის მზად არიან ყველაფერი გააკეთონ. მაგრამ ფაქტია, რომ მათ პროვოკაციებს არავინ აჰყვება, ყველაფერს ექნება ძალიან ღირსეული და მკაცრი პასუხი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×