რეზონანსი
10.09.2025

არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ საქართველო ჩაითრიონ ჩინეთსა და ამერიკას შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში და ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის საჯილდაო ქვად აქციონ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიის მოსმენას ვაშინგტონში, სადაც საქართველოს წინააღმდეგ მოწმეები სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი არიან.

„არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ საქართველო ჩაითრიონ ჩინეთსა და ამერიკას შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში და ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის საჯილდაო ქვად აქციონ. მაშინ, როდესაც აშშ-ი თავად ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აცხადებს ჩინეთთან ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ამ დროს ეს ადამიანები ცდილობენ საქართველოს მცირე, მაგრამ მაინც, სავაჭრო ურთიერთობები გამოაცხადონ დიდ გეოპოლიტიკურ პრობლემად. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული მცდელობა, რომ შიგნით, ჩვენთან პოლიტიკური დღის წესრიგი რაღაცნაირად გაამართლონ რადიკალური ქმედებებით", - აღნიშნა მახაშვილმა.

ჰელსინკის კომისია აღარ მალავს და ცნობილია, რომ საქართველოში მათთვის მთავარი პრობლემა ჩინური ინვესტიციებია. დღეს ვაშინგტონში მოსმენა გაიმართება. საქართველოს წინააღმდეგ მოწმეები კი, სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი არიან. ჯო უილსონი და მისი მოკავშირეები წერენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×