რეზონანსი
10.09.2025

საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ხოლო აგენტურა, რომელიც გარედან იმართება, ქვეყნის მტრები არიან, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საქართველო ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ყველა მეზობელი სახელმწიფო ცდილობს ჩინეთთან დაახლოებას.

„ჩვენთვის, ზოგადად, ჩინეთთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დააკვირდებით, ყველა მეზობელი ქვეყანა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ხოლო აგენტურას რა სურვილი აქვს და რა არის მათი მთავარი მამოძრავებელი, ეს უკვე ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ისინი ჩვეულებრივად ქვეყნის მტრები არიან, იმართებიან გარედან, გარე ძალების ინტერესების გათვალისწინებით ასრულებენ ყველა მითითებას, რასაც ეუბნებიან და ავალებენ. მზად არიან წავიდნენ თუნდაც ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. აი, ამას წარმოადგენენ ეს ადამიანები, რომელთაც ქვეყნის მოსახლეობა ყოველთვის გასცემს პასუხს.

ვინც ემსახურება გარე ძალებს და მზად არის წავიდეს ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ასეთი პოლიტიკოსებისა და პარტიების ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არის", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×