რეზონანსი
10.09.2025

პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალები საგანგებო რეჟიმში გადაიყვანეს.

როგორც ტერიტორიული თავდაცვის ძალებში აცხადებენ, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების განლაგებასთან დაკავშირებით ტერიტორიული თავდაცვის ძალების სამხედროებს დაუყოვნებლივი გამოძახების შესახებ მზადყოფნაზე აფრთხილებენ.

გამოძახების შემთხვევაში, ტერიტორიული თავდაცვის ძალები უნდა გამოცხადდნენ ექვსიდან 24 საათის განმავლობაში, აქედან მობილიზაციის ყველაზე მოკლე ვადა დაწესდა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში.

ტერიტორიული თავდაცვის ძალები მოუწოდებს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დრონების ფრაგმენტების აღმოჩენის შემთხვევაში, არ მიუახლოვდნენ მათ, არამედ მიმართონ პოლიციას.

პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევაზე განაცხადეს. პოლონეთის არმიის ოპერაციული სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×