რეზონანსი
10.09.2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სახლის ავტოფარეხში, შუაღამისას ხანძარი გაჩნდა.

6 სექტემბერს, ღამით, გაჩენილი ცეცხლის შედეგად,  ავტოფარეხში გაჩერებული ორი ავტომობილი, „მინივენისა“ და „ჯიპის“  მარკის ავტომანქანები დაიწვა.  

ადგილზე მობილიზებული იყო   სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.  მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი მალევე კონტროლს დაექვემდებარა, ორივე ავტომობილი დაიწვა და სრულად გამოუსადეგარი გახდა.

ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ვერსიების თანახმად, ინციდენტი ელექტროგადამცემი ხაზების გაუმართაობამ გამოიწვია.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სახლის მეპატრონეები დიდი ხანია სოფელში არ ცხოვრობენ და ამჟამად რუსეთში არიან გადასახლებულები.

წყარო: Aktual.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×