რეზონანსი
09.09.2025

 ლენტეხის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ამჯერად მერობის თანამდებობისთვის იბრძოლებს. გიორგი გაზდელიანმა მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მუნიციპალიტეტში უკვე მოწყობილია საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, განხორციელდა სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია. მოსახლეობა სხვადასხვა სოციალური პაკეტით უკვე სარგებლობს. გიორგი გაზდელიანმა სოფელ ცანაში სამთო ბანაკის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

ცაგერში კი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, უკვე მერობის კანდიდატის სტატუსით მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ჭაბუკა ჭაბუკიანი ლეჩხუმის ტურისტულ პოტენციალზე საუბრობს. ერთ-ერთ პრობლემად რეგიონიდან ახალგაზრდების მიგრაციას ასახელებს და ამ გამოწვევის დაძლევას გეგმავს

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ცაგერში ახლადრეაბილიტირებული სკოლა მოსწავლეების მისაღებად უკვე მზადაა. სპორტული მოედნების გარდა ლეჩხუმში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა/კეთილმოწყობა. 25 სოფელში გზა დაგებულია.

აჭარაში 6-ვე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები არჩევნებისთვის ემზადებიან. ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის მოქმედი მერია და 4 წლის განმავლობაში არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

ზაზა დიასამიძე მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში დაწყებული პროექტების დასრულებას გეგმავს. მთავარ გამოწვევად რჩება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სრულად წყალმომარაგება. მოქმედი მერი ერთ ერთ მთავარ პრიორიტეტად სოციალურ საკითხებთან ერთად საგანმანათლებლო პროგრამებს ასახელებს.

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიას განაგრძობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×