
მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება ვეტერანი კალათბურთელი გიორგი ცინცაძეც. "ყველამ რომ თავის საქმე აკეთოს, მაგიტომ ვდგავარ აქ, ზუსტად მაგაზე შემტკივა გული, რომ უსამართლობას ვხედავ", - აცხადებს ცინცაძე "ტვ პირველთან"
"კახი კალაძეზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ რაც გუშინ ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია და ეგ არის დაუსჯელობის სინდრომი.
უბრალოდ, საწყენია და სამარცხვინოა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პოლიციისგან ერთ მეტრში ხდება დანაშაული და რეაგირება არ ხდება - ეს საწყენიც არის, საშიშიც არის და ეს არ არის, ვინ ვისი მომხრეა, უბრალოდ საშიშია ეს ყველაფერი და კარგი არაფრით არ დამთავრდება, ჩემი აზრით.
ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისკენ არის, ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს - პოლიციამაც, სასამართლომაც, პოლიტიკოსებმაც, სპორტსმენებმაც.
ყველამ რომ თავის საქმე აკეთოს, მაგიტომ ვდგავარ აქ, ზუსტად მაგაზე შემტკივა გული, რომ უსამართლობას ვხედავ", - აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.