თეონა ვეშაგური
28.08.2022

ოპოზიციის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ამოცანები აქვს და ამიტომ ვერ ახერხებენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებას. როგორც ჩანს, ოპოზიციური ჯგუფები ვერ თანხმდებიან რამდენად ეფექტური და აუცილებელია თანამშრომლობა „ოცნებასთან", - ამის შესახე „რეზონანსთან" ექსპერტი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საუროს.

„ოპოზიციის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ამოცანები აქვს, ამაში არაფერია ტრაგედია. ოპოზიცია არ ნიშნავს ერთ მოცემულობას, ისინი ხომ ერთი პარტიის წარმომადგენლები არ არიან.

„სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიები. რომ გვყავდეს, მაგალითად, მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტული ჯგუფები, ვნახავდით, რომ მათი შეთანხმება არც ისე იოლია. ოპოზიციისთვის ერთ პლატფორმაზე ყოფნა არ არის დამახასიათებელი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი მოსაზრება არის, რომ ოპოზიციური ჯგუფები ვერ თანხმდებიან რამდენად ეფექტური და აუცილებელია თანამშრომლობა „ოცნებასთან".

„პარტიების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ თანამშრომლობას არ აქვს აზრი, რადგან მაინც უშედეგო აღმოჩნდება და მმართველი გულდი ჩააგდეს პროცესეს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ აუცილებელია სამუშაო პროცესში მონაწილეობა, რათა შემდეგ ხელისუფლებამ სათავისოდ არ გამოიყენოს მათი ბოიკოტი. მე ვიქნეოდი მეორე ვარიანტში, რადგან მაინც აუცილებელია თანამშრომლობა. მართალია, ამ პროცესებს აუცილებლად ჩააგდებს „ოცნება" , მაგრამ სამაგიეროდ ვერაფერს დააბრალებს ოპოზიციას.

„დღეს ორი ამოცანა აქვს მმართველ გუნდს - ერთი, ჩააგდოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და მეორე, ისე გააკეთოს ეს, რომ ყველაფერი ოპოზიციას დაბრალდეს. ხელისუფლებას არ სჭირდება ეს სტატუსი. იქ არის ვალდებულებები დემოკრატიასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი სასამართლო და ა.შ. ეს არ აწყობთ მათ, მაგრამ არც ის უნდათ, რომ ამის გამო წააგონ არჩევნები. სწორედ ამიტომ ამბობს ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომ უნდა ითანამშრომლონ მათთან", - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".

ზაქარეიშვილი იმ პარტიებზეც ამახვილებს ყურადღებას რომელთაც ბოიკოტის რეჟიმში სურთ ყოფნა და ამავე დროს, აქციების უპერსპექტივობაზეც საუბრობს.

„რაც შეეხება იმას თუ, ოპოზიციის რომელ ნაწილს სურს თანამშრომლობ და რომელ ნაწილს ბოიკოტი, ცხადია, ვინც პარლამენტში მუშაობის მომხრეა და რჩება იქ, ისინი ითანამშრომლებენ კიდეც ხელისუფლებასთან. მაგრამ ვინც მწვავე განცხადებებს ავრცელებს და სხვა პარტიებსაც მოუწოდებენ პარლამენტიდან გამოსვლისა და ბოიკოტისკენ, მათ არ სურთ მუშაობა. ეს არინ „ნაციონალური მოძრაობრაობა" და მის ორბიტაზე მყოფი რამდენიმე პარტია.

„რაც შეეხება აქციებს, ეს აწყობს ბევრს, მაგრამ არ არსებოს ამის საშუალება, საზოგადოება არ გამოდის ქუჩაში. მე რომ წარმოვიდგინო ჩემი თავი ოპოზიციაში, ვიქნეოდი თანამშრომლობის მომხრე, მაგრამ თან ვიქნეოდი აქციების მხარდამჭერიც. ახლა აქციებს არ აქვს შანსი, არ გამოვა ხალხი წუჩაში, რადგან მათ ოპოზიციისაც არ სჯერათ. გამოვლენ ისევ მათი აქტივისტები, ახალგაზრდები იყვირებენ და დასრულდება.

„ეს არ იქნება საკმარისი, რომ „ოცნებამ" ანგარიში გაუწიოს მათ. პირიქით, როდესაც აქციების ორგანიზატორები მივლენ მოსალაპარაკებლად, უტიფრად და ცინიკურად დასცინებენ მათ. ეტყვიან - სად არიან თქვენი მხარდამჭერები, სულ ეს არის თქვენი მომხრეების რაოდენობაო?" - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×