თეონა ვეშაგური
25.08.2022

დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუს ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის, შეუერთდეს რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს. ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსს" ეუბნება, რომ მსგავსი რამ ჯერჯერობით ვერ გახორციელდება, რადგან ეს არ აწყობს არც ბელარუსსა და არც რუსეთს. ამასთან, შეშინდებიან რუსეთის ორბიტაზე მყოფი სხვა ქვეყნებიც.

მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება აფხაზი ხალხისათვის არის განკუთვნილი, რათა როგორმე ჩაახშონ მათი უკმაყოფილება კრიზისის გამო და დააჯერონ, თითქოს სამომავლოდ აქვთ რაიმე დიდი პერსპექტივები.

„შესაძლებელია ასეც მოხდეს, თუ ამაზე წავა ბელარუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, პრობლემები შეექმნება საქართველოსთან. ეს გამოწვევა ბელარუსისთვის იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დასრულებამდე რაიმე მსგავსი მოხდეს, რადგან არსებობს ძალიან ბევრი პროცედურული საკითხი. შესაძლოა აფხაზეთი მზად არის კავშირისთვის, თუმცა აქ მნიშვნელოვანია რამდენად მზად არის ამისთვის რუსეთი და ბელარუსი. ამის შესახებ განცახდებებს ბჟანია კი არ უნდა აკეთებდეს, არამედ ლუკაშენკო და პუტინი. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რასაც ის ამბობს. მეტიც, ამით დაზიანდება ბელარუსია-უკრაინის კავშირი. შეშინდებიან სხვა სახელმწიფოები რომლებიც არიან რუსეთის ორბიტაზე, რადგან ეს ფაქტი იქნება წარმოჩენილი ისე, თითქოს აღნიშნული კავშირი ართმევს საქართველოს ტერიტორიებს და არა რუსეთი. ასე რომ, არ მგონია ეს იყოს საუკეთესო ვარიანტი რუსეთისთვის ან ბელარუსისთვის.

„ეს განცხადება უფრო იმ მიზნით გაკეთდა, რომ ბჟანიამ თავი მოაწონოს რუსებს, დაანახოს რომ ის მზად არის ყველაფრისთვის და აფხაზეთის მოსახლეობას შეუქმნას განცდა, თითქოს ახალი პერსპექტივები აქვთ, მათი აზრით, სერიოზულ გაერთიანებაში. ახლა ეკონომიკური კრიზისია აფხაზეთში, მოსახლეობა შეშფოთებულია რადგან რუსეთი ვერაფრით ეხმარება. თვლიან, რომ საჭიროა მეტი მოთხოვნები რუსეთის მიმართ, ამ ფონე შესაძლოა ამით ცდილობენ შექმნან განცდა, რომ მუშაობენ და რაიმე სერიოზული პერსპექტივები აქვთ," - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

„სპუტნიკის" ინფორმაციით, დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის, შეუერთდეს რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს.

„ისეთი პერსპექტივის შემთხვევაში, როგორიც არის რუსეთის საკავშირო სახელმწიფო, ბელარუსი და სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ ამ კავშირში გაწევრიანება, ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამ იდეას და ვიქნებით ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები. (საკავშირო სახელმწიფოს) იდეა არის ჩვენთან, აფხაზებთან ახლოს, ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის", - განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთს ესმის რუსეთის ფედერაციასთან ძლიერი ალიანსის აუცილებლობა ახალ რეალობებში, როდესაც ერთპოლარული სამყარო დაინგრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×