ია აბულაშვილი
23.08.2022

გაურკვეველი განცხადებები თავად ოპოზიციაში გაზრდის გაურკვევლობის ხარისხს - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშივილის განცხადებას, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს: „ყველამ ერთად დატოვოს პარლამენტი“.

„ოცნების“ იზოლირება, მარტო დატოვება, არის ერთადერთი გამოსავალი, რათა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. პარლამენტში მისი მორჩილი ოპოზიცია რომ დარჩეს, „ოცნების“ წისქვილზე დავასხამთ წყალს. ყველამ ერთად უნდა დატოვოს პარლამენტი“, - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

„როგორ ჩანს, ოპოზიცია არა მხოლოდ მოქმედებებში, არამედ განცხადებებშიც ფრაგმენტული გახდა. ასეთ ფრაგმენტულ განცხადებებს დაბნეულობა შეაქვს თავად ოპოზიციაში. დღეს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებ, თან არ იცი როგორ განაცხორციელო ეს დაუმორჩილებლობა, ყველაფერი გაჩერდება თუ რა მოხდება...  ხან ბოიკოტი გინდა და ხან ვადამდელი არჩევნები. ბოლოს და ბოლოს ვინმემ ანალიზი ხომ უნდა დადოს, რა დააკლდება რიგგარეშე არჩევნებით ხელისუფლებას, ან რა დივიდენდებს მოუტანს ოპოზიციას. 

„ხელისუფლებას, რომელმაც გადალახა წითელი ხაზები დასავლეთთან, „ნაცმოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვების რატომ შეეშინდება? ან მაშინ, ბოიკოტი რომ გამოაცხადეს, დანიშნა „ოცნებამ“ ვადამდელი არჩევნეები? მერე უკვირთ ოპოზიციაში, რატომ აქვთ ასეთი შედეგი.  

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციის ლილერები პროცესზე კი არ ფიქრობენ, საკუთარი პერსონის წარმოჩენას ცდილობენ, ვინ უფრო რადიკალურ განცხადებას გააკეთებს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×