რეზონანსი
15.07.2022

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.

დეგნანის თქმით, აშშ წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში.

„ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ წლების განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში. ეს არის ცენტრალური საყრდენი იმ სამუშაოსი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ აქ, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მრავალ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს სასამართლოს სისტემაში ამ მიზნის მისაღწევად, რადგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული", - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×