მთავარი ამბები
ქრისტინე კაპანაძე
15.05.2021

 „ქართულმა ოცნებამ" ერთის მხრივ პარლამენტში 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შექმნა და მეორეს მხრივ ოპოზიციისგან ითხოვს, რომ ბოდიში მოუხადონ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, რომელსაც არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, რაც ნიშნავს, რომ ეს კომისია ჩვეულებრივი ფარსია. ამის შესახებ „რეზონანსს" „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ქრისტინე კაპანაძე
15.05.2021

 ბიზნესმენ ლევან ვასაძის პარტია „ერი" („ერთობა, რაობა, იმედი") კვირას, 16 მაისს თბილისში აქციას გამართავს. თავდაპირველად აქციის ჩატარება პარლამენტის წინ უნდოდა, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გაშლილი კარვების გამო აქცია 9 აპრილის ბაღში გამართება. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, აქციაზე ლევან ვასაძის აბმიციურობისა და კრიტიკულობის წყალობით შესაძლოა ბევრი ადამიანი მივიდეს, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსისა" და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის" მხარდამჭერებიც.

გვანცა წულაია
13.05.2021

 დარჩენილი შეზღუდვების ორ კვირაში მოხსნა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ივნისიდან ქვეყანა ძველებურ რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას. პირველი სიგნალი მთავრობის მხრიდან უკვე გაისმა. თუკი კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი კიდევ შემცირდება, შეზღუდვები მოიხსნება. ასეთ შემთხვევაში, ბიზნესს და ეკონომიკას განვითარების მეტი შანსი მიეცემა.

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2021

ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ორმხრივი იერიშები 9 მაისიდან არ წყდება. ამჯერად ისრაელი ღაზას სექტორზე შეტევას აძლიერებს და თუ აქამდე მხოლოდ საჰაერო იერიში ხორციელდებოდა, ქვეყანამ გუშინ 9 ათასი ქვეითის მობილიზაცია გამოაცხადა, სამხედრო ოპერაციაში ავიაციის გარდა უკვე მონაწილეობენ არტილერია და ტანკები, თუმცა, მედიასაშუალებები წერენ, რომ ეს არ არის სახმელეთო ოპერაცია და სამხედროები უშუალოდ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

ქრისტინე კაპანაძე
15.05.2021

 ცნობები იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, შესაძლოა გუნდის წევრებთან კონლიფქტის გამო „ქართული ოცნება" დატოვოს, სიმართლეს არ შეესაბამება. სესიაშვილის თქმით, ზოგიერთმა მედია საშუალებებმა ტყუილის თავიანთი ვერსია შეიმუშავეს.

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2021

მომავალ კვირას ვენეციის კომისიისთვის საარჩევნო რეფორმის გაგზავნა იგეგმება, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვები დაიწყება.მანამდე კი საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ხედვები წარადგინეს.

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2021

„ნაცმოძრაობაში" ახლა მიმდინარეობს ჭიდილი რადიკალებსა და ულტრარადიკალებს შორის პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, თუმცა საბოლოოდ ალბათ უფრო შემსვლელთა აზრი გადასწონის, რადგან მათმა დე ფაქტო ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმაც პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა, აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2021

„ნაცმოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს, რადგან „ქართულ ოცნებას" ამ პლატფორმიდან უფრო დაამარცხებს - თუ „ოცნებას" დეპუტატები კიდევ დატოვებენ, ის უმრავლესობას დაკარგავს და შესაძლებელი იქნება, რომ ოპოზიციამ „ოცნება" პარლამენტის შიგნით დაასრულოს, ანუ მთავრობას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადოს და პრემიერი გადააყენოს, აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ირაკლი ლომიძე
13.05.2021

 ბოლო წლების განმავლობაში, პირველად, საქართველოში ექსპორტით იმპორტის გადაფარვა დაფიქსირდა. ამის მიზეზი ეკონომიკის გახსნაა და ის გარემოება, რომ  შარშან აპრილში ეკონომიკა საერთოდ გაჩერებული იყო. წელს კი ადგილობრივ წარმოებას, შესაბამისად, ექსპორტსაც, მეტი შესაძლებლობა მიეცა. თუმცა, ამ ციფრების მიღმა დიდად იმედისმომცემი რეალობა არ დგას, თუნდაც იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ქვეყნიდან წარმოებული დოვლათი ნაკლებად გადის. ისევ ლიდერ პოზიციებზეა ნედლეული და მანქანების რეექსპორტი.

გვანცა წულაია
13.05.2021

 ზაფხულის ტურისტული სეზონი სულ უფრო ახლოვდება, თუმცა მისი განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალაშია და მოქმედებს. ასეთია კომენდანტის საათი, შაბათ-კვირის შეზღუდვა, სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვა და ვაქცინაციის ნელი პროცესი. მთავრობა კი, უახლოეს კვირეებში ზემოთ აღნიშნული შეზღუდვების შემსუბუქებას აპირებს, მათ შორის სახმელეთო საზღვრების გახსნასაც.

ელზა პაპოშვილი
14.05.2021

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ყაზახეთის მოქალაქე 26 წლის გოგოს  გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე, გარდაცვლილის დის ქმარს, ასევე ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი.

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2021

საქართველოში კორონავირუსის პიკია, ბოლო ერთ კვირაში ვირუსს ჯამში 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაღალია ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი დედაქალაქში, პარასკევის მონაცემებით, თბილისში 790 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ელზა პაპოშვილი
14.05.2021

საზარელი შემთხვევა ბათუმში - ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2 გვამი იპოვეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ სავარაუდოდ, მამაკაცმა, რომელიც ქალთან ერთად ცხობროდა, დანით ჯერ ის მოკლა, შემდეგ კი მე-19 სართულიდან გადმოხტა. მეზობლები ამბობენ, რომ მათ დილის 6 საათზე ავტობობილზე რაღაცის დაცემის ხმა გაიგონეს. გარეთ გამოსულებს კი მამაკაცი დახვდათ, რომელიც სავარაუდოდ, ზწედა სართულიდან გადმოხტა. ამის შემდეგ მათ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა გარდაცვლილი მამაკაცის ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს. მას ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. 

ია აბულაშვილი
01.05.2021

ქართულ მარლმდიდებელ ეკლესიებში არაერთი წმინდა ნაწილია დავანებული, რომელიც მაცხოვრის წმინდა სახელს უკავშირდება. მაცხოვრის წმინდა ნაწილები საქართველოში პირველად მე-4 საუკუნეში ჩამოაბრძანეს. ეს იყო „ძელი ცხოვრებისა“, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ქართლის მეფე  მირიანს საჩუქრად გამოუგზავნა, მასზე ქრისტე იყო გაკრული. აქედან მოყოლებული „ძელი ცხოვრებისა“ საქართველოს სამეფოს ატრიბუტად იქცა და  ისტორიულ წყაროებში, ქართველ  მეფეთა ლაქშრობის აღწერებში, მოიხსენიებოდა სეფე დროშასთან და სამეფო ჯვართან ერთად.

ია აბულაშვილი
27.04.2021

მაჩხანის ეკლესია ერთ-ერთი ადრინდელი და ზუსტად დათარიღებული ქართული ხუროთმოძვრების ძეგლია თბილისის მიდამოებში, რომელიც მდებარეობს წოდორეთთან ახლოს. ტაძარი ააგეს 853 წელს არაბათა ბატონობის ხანაში და იგი  ტუფით არის აშენებული. ეკლესიის სამხერთ ფასადზე გამოსახულია ჯვრები, ინტერიერში კი შემონახულია მე-11 საუკუნის მოხტულობის კვალი.

რეზონანსი
09.05.2021

გაზეთ „რეზონანსში" პირველ მარტს გამოქვეყნებული სტატიის („სამართლებრივი სახელმწიფო ვართ თუ პლუტოკრატიული?!") ბოლოს აღვნიშნე, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მას პარლამენტის მესვეურების გადადგომა მოჰვებოდა... ნამდვილად არ მოველოდი, რომ არჩილ თალაკვაძე თანამდებობას დატოვებდა, რასაც უაღრესად პროგრესულ მოვლენად მივიჩნევ... როგორც ჩანს, სრულად შეიგრძნო პასუხისმგებლობა იმ პრობლემების გამო, რომლებიც საკანომდებლო ორგანოს ფორმირების პროცესში და საქმიანობის დაწყებისთანავე გამოვლინდა...

ქრისტინე კაპანაძე
12.05.2021

აშშ-ის ინფექციურმა დაავადებების წამყვანი ექსპერტი, დოქტორი ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ შეერთებულ შტატებში უახლოეს მომავალში შესაძლოა შიდა სივრცეებში ნიღბების ტარებაზე შეზღუდვები შემსუბუქდეს და რეკომენდაციები უფრო „ლიბერალური" გახდეს, რადგან ქვეყანაში უკვე ბევრი აცრილი ადამიანია.
























Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×