რეზონანსი
24.04.2024

პროდიუსერი ლაშა ბასლანძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ოპოზიციურ მედიას მწვავედ აკრიტიკებს:

„სოციალური სივრცე, „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და მათი ტროლ-ბოტები არაა ეს მთელი ქვეყანა! ფუთავენ, აბულინგებენ, ყველაფერზე მიდიან, რომ ისე გამოჩნდნენ თითქოს ძალიან ბევრნი არიან და ნერგავენ ქვეყანაში რევოლუციურ განწყობას… მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს ვინც დაგოიმდა ამ ყველაფერზე და არაჟნებში დამალული დორბლიანი მათი ლიდერი, დღეს განისვენებს „ვივამედში“ (ნერვები მეშლება ციხეში რომ არაა). კუპონა გოცირიძემ დაიძახა სულ პირველმა აქციაზე გამოდითო. მალე გაიგებს ის ჯენზი თუ როგორ იყენებენ საზარბაზნე ხორცად და კეზერას ჩიქოვანმა რომ ტორპედოთი შემოიტანა ფულები იმისთვის, რომ გადატრიალება მოახდინონ...

არაფერ შუაშია აქ კანონი! მათ არაფერი უნდათ ჩვენთან ერთად! ეგენი არიან უსამშობლო ნაბიჭვრები!სიმართლე არ იკარგება სამყაროში! არასოდეს მარტივად არ გამოგვდიოდა არაფერი, მაგრამ სიამაყით და ქართულად დადებული სრულფასოვანი წევრობა სულ სხვანაირად გემრიელი იქნება დამიჯერეთ“, - წერს ლაშა ბასლანძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×