სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    05.05.2018

     როგორც გამოცემა „დეილი მეილი" იტყობინება, 42 წლის ჯეიმს კორბეტმა, რომელიც სანდრა ბულოკს თავს დაესხა, თავი მოიკლა.
    თავდასხმა მოხდა 2014 წელს. ჯეიმს კორბეტი მსახიობის სახლში მაშინ შეიპარა, როცა სანდრა ბულოკს შვილობილებთან - ლუისთან და ლაილასთან ერთად ეძინა. ხმაურზე მას გამოეღვია და დაინახა მამაკაცი, რომელიც მისკენ მიიწევდა.
    მსახიობმა მოახერხა აბაზანაში დამალვა და პოლიციის გამოძახება. ჯეიმს კორბეტი პოლიციამ დააკავა და მის სახლში იარაღი და სანდრა ბულოკის ფოტოები აღმოაჩინა.
    სასამართლომ თავდამსხმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კორბეტი სასჯელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იხდიდა, სადაც იგი ფსიქიური აშლილობის გამო ორი წლის წინ დააწვინეს, თუმცა, ამჯერად გაქცევა მოახერხა.
    როგორც გამოცემა წერს, ჯეიმს კორბეტმა თავი ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში მოიკლა იმ დროს, როცა პოლიცია მის დასაკავებლად მივიდა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved