რეზონანსი
21.03.2020

ვერძი

ის, რაც გუშინ მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, დღეს უკანა პლანზე გადაიწევს და უმნიშვნელო გახდება. გაგიჭირდებათ ემოციებთან გამკლავება.

კურო

პირად ცხოვრებაში სიახლეებისა და ცვლილებების დროა, შეგიძლიათ დააჩქაროთ კიდეც ეს მოვლენები გონივრული და ჯანსაღი მიდგომით.

ტყუპები

ახლა წარმოებული მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების დადება, პარტნიორული ურთიერთობებთან გონივრული მიდგომა სამომავლოდ წარმატების მომტანი იქნება.

კირჩხიბი

იზრდება თქვენი გავლენის არეალი და ცნობადობა. ზომიერება და სხვათა დამშვიდების უნარი ზრდის თქვენს ავტორიტეტსა და იმიჯზეც კარგად აისახება.

ლომი

დღეს შესაძლოა იმ ძველ ურთიერთობებში, რომელიც ტვირთად გაწევთ ხარვეზების შესწორება მოგიწიოთ, დროა ამოავსოთ თქვენს გულში ბზარებისგან გაჩენილი სივრცეები და დაისვენოთ.

ქალწული

გლობალური ცვლილებებია მოსალოდნელი, დიდია ალბათობა დადგეთ არჩევანის წინაშე - საით გააგრძელოთ გზა, ვის დაშორდეთ და ვის არა.

სასწორი

კარგი დღეა რაიმეს შესასწავლად, თქვენი პირადი თუ ოჯახური სივრცის მოსაწესრიგებლად, სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად.

მორიელი

ცვლილებების დრო დადგა, კარგი იქნება თუ ეს ცვლილებები თქვენს გეგმებში შედის, გადადეთ ყველა საქმე და ჩამოყალიბდით, კონცენტრირდით საჭირო თემებზე.

მშვილდოსანი

პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება და გულწრფელობა გჭირდებათ, ასევე მეტი სერიოზულობით მიუდექით ამ საკითხებს.

თხის რქა

ნურავის გადააბარებთ თქვენს პასუხისმგებლობას, იყავით მომთმენი და გულდასმით განიხილეთ ყოველი დეტალი, საქმეშიც და ურთიერთობაშიც.

მერწყული

უნდა გათავისუფლდეთ ყოველგვარი ძველისა და ზედმეტისგან, რათა ახლის წამოწყებისთვის მოემზადოთ. დატოვეთ თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ აუცილებელი, დანარჩენისგან გათავისუფლდით.

თევზები

შესაძლოა, დღეს გაიგოთ ის, რაც დიდი ხანია გაინტერესებდათ. იყავით უფრო მეტად თავდაჯერებული და იზრუნეთ თქვენს იმიჯსა და განწყობაზე.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×