სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

    „ხელისუფლების ჩანაფიქრი მარტივია. მომავალ პარლამენტში კოალიციას შექმნიან ე.წ.პროდასავლურ-სოროსულ ძალებთან! ამ მიზნით ყოფილ რესპუბლიკელ ანა დოლიძეს უქმნიან პარტიას, ასევე აფინანსებენ უსუფაშვილის "შენების მოძრაობას", ასევე ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ არის "გირჩი". თუმცა ყველაზე დიდი ფსონი და დახმარება ექნება ბოკერიას ევრონაცებს, რომლებიც თავიდან-ბოლომდე ნაყიდი ყავს ხელისუფლებას.

    მოცემულობა ასეთია - ხელისუფლებაში იქნება კოალიცია-ოცნება, უსუფაშვილი, დოლიძე და ა.შ. ხოლო ოპოზიცია ბოკერია. ნაცებს აჩუქებენ 15% და სხვა პარტიებს შეიყვანენ 2-3 კაცის შემადგენლობით. სხვათაშორის ამ პროექტის ავტორები არიან ჩუგოშვილი-კობახიძე-მდინარაძე, რომლებიც არიან ლიბერასტ-სოროსელების ძირითადი დასაყრდენი ხელისუფლებაში. ყოველივე გახლავთ ქვეყნის საბოლოოდ გალიბერასტების გეგმა, რაც სრული კატასტროფით ემუქრება საქართველოს და ქართველობას. ეს გეგმა უნდა ჩავარდეს, არცერთი ლიბერასტ-სოროსელი ხელისუფლებაში, მოღალატეების თარეში უნდა შეწყდეს", - წერს ბრეგაძე ფეისბუქზე.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×