მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება სხვა ანტიდასავლურ და სიძულვილის ენის გამავრცელებელ მედიებთან ერთად, ციხის კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის ონლაინ სააგენტოსაც აფინანსებს.
"თბილისი 24" ერთ-ერთია იმ 7 გამოცემიდან, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტრომ რეკლამის ან ინფორმაციის გავრცელების მიზნით კონტრაქტი გაუფორმა.
საინფორმაციო სააგენტო შპს "თბილისი 24" 2015 წელს დაფუძნდა. მისი მფლობელები 2019 წლის 12 აპრილის ცვლილებებამდე გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) იყვნენ, ხოლო აპრილში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მაია შაიშმელაშვილი ვლადიმერ ბედუკაძემ ჩაანაცვლა და გამოცემის 50%- იანი წილის მფლობელი გახდა.
მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს იმ მედიების დაფინანსებას, რომლებიც სიძულვილის ენას იყენებენ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და კრემლის პროპაგანდას ტირაჟირებენ.