რეზონანსი
16.08.2019

 მიხეილ ცაგარელი 16 აგვისტოსთან დაკავშირებით რამდენიმე გაფრთხილებას იძლევა: 

"გაუფრთხილდით ელექტრო და კომპიუტერულ ტექნიკას, რომელთა გამართულ მუშაობას  გუშინდელი სავსემთვარეობა და დღევანდელი მაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება მგზავრობისას და ავტომობილის მართვისას, რადგან მაღალია ტრავმის მიღების და ავარიული სიტუაციების შექმნის ალბათობა.

აკონტროლეთ ემოციები, ნუ აჰყვებით ვნებებს და გარშემომყოფთა პროვოკაციას, არ ღირს ახალი საქმის ან სამსახურის დაწყება. საიდუმლოთ შეინახეთ პირადი ცხოვრება, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის მოსაწყობად, ბიზნესის გაფართოვებისა და კაპიტალის დასაბანდებლად.

ჯანმრთელობა – გეომეგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ლიმფურ სისტემას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს და ტყუპებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×