სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    18.12.2017

    საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება, რაც, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობაში მენეჯმენტის რაციონალიზაციას მოემსახურება. კობახიძის თქმით, ამის თაობაზე კონსულტაციები ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს დაიწყო და წლის ბოლომდე შეიქმნება.

    "ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია გითხრათ, დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები დაიწყო ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს. ჩვენ ვსაუბრობდით ორი დამატებითი ფრაქციის შექმნაზე იმისათვის, რომ უფრო მარტივად განხორციელდეს მენეჯმენტი უმრავლესობის შიგნით. ეს ემსახურება მენეჯმენტის რაციონალიზაციას უმრავლესობაში და ამ მიზნით საუბარია დამატებით ფრაქციების შექმნაზე. მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არ აქვთ არავითარი საფუძველი, ეს შემიძლია ძალიან თამამად გითხრათ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ არ არსებობს შიდა დაპირისპირებას, რასაც შეიძლებოდა ამდაგვარი გადაწყვეტილება გამოეწვია.

    თალაკვაძის განმარტებით, ფრაქციების შექმნა დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ არის, რადგანაც "ფრაქციის დაფინანსება მიბმულია დეპუტატების რაოდენობასთან და როცა დეპუტატები ქმნიან ფრაქციას, მათზე მიბმული დაფინანსებაც მათ მიჰყვება".

    არის თუ არა საპარლამენტო უმრავლესობაში ახალი ფრაქციების შექმნა "ოცნებაში" შიდა დაპირისპირების ნიშანი? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოდაგოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): "შიდა დაპირისპირებას ვერ ვიტყვი. გარეთ არ ვიცით, შიგნით რა ხდება. ოჯახში ერთ აზრზე ყველა არ არის, მაგრამ მაინც ერთი ოჯახია. ამიტომ არ მგონია, "ქართულ ოცნებაში" შიგნით დაპირისპირება იყოს, მაგრამ თვითონ ფრაქციებს შორის სხვადასხვა აზრი შეიძლება არსებობდეს, როგორ ყველა ნორმალურ ქვეყანაში და სიტუაციაში."

     

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "რა თქმა უნდა, უკვე რაღაცები იკვეთება. ეს ყველაფერი რუსულ ორიენტაციასაც უკავშირდება და, საერთოდ, ყველაფერს. გარკვეულწილად გამოიკვეთება გუნდი, რომელიც რუსეთს ემხრობა, რაც ნიშნავს, რომ რუსული კორუფციის მომხრეა, რადგან თვითონ რუსული სისტემაა კორუფციული.

    "რა თქმა უნდა, ამ ფრაქციიდან ერთი პრემიერის წინააღმდეგ გამოიკვეთა. ეს ნიშნავს "ოცნების" შიგნით დაპირისპირებას, მაგრამ სამოქალაქო სექტორისთვის კარგია. გამოკვეთილი ლუსტრაცია მიდის და ეს კოზირი შეიძლება ჩვენი სამშობლოსთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. დროზე მოახდინონ ილუსტრირება, რომ გავიგოთ, საერთოდ რა უნდათ. მგონია, ახლა მოხდება, ასევე, იმის ილუსტრირება, კიდევ არიან თუ არა ადამიანები, რომლებსაც ქვეყანა ჭაობისკენ მიჰყავთ.

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): "არ შეიძლება, მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე რაიმე შიდა დაპირისპირება იყოს. ეს პატარა ჯგუფური თამაშებია ინტერესების სფეროებზე. "ოცნებაში" არ შეიძლება, პრინციპული დაპირისპირება იყოს, რადგან პირინციპების გარშემო თავიდანვე არ შექმნილან."

     

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "არ მგონია, ეს დაპირისპირების შედეგი იყოს. შეიძლება დროში დაემთხვა, მაგრამ ლოგიკურ ბმას და გაგრძელებას ვერ ვხედავ. ფრაქციების შექმნა, მგონი, უფრო ფორმალურია, რადგან არ შეიძლება, 90-კაციანი პარტია არსებობდეს. მგონი, ჩვენი პარლამენტი აქამდეც ფიქრობდა, რომ არ უნდა იყოს ერთი უშველებელი და ცოტა მოუქნელი ფრაქცია. წარმოუდგენელია, 90-კაციანი ფრაქცია იმდენად მოქნილი იყოს, რომ ყველა წევრის აზრი მეტ-ნაკლებად იქნეს გათვალისწინებული."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved