სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    17.07.2017

    სააკაშვილი არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ოლიგარქიული მმართველობის მტერიც არის, აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

    დეკანოიძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას არ გამორიცხა, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებები წავიდნენ მანიპულაციაზე და გარიგებაზე, რათა სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დააყენონ.

    "კონსტიტუციით, საკუთარი ქვეყნის ექსტრადიცია დაუშვებელია, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ არაფერია გამორიცხული ამ ხელისუფლების მხრიდან და გახსოვთ ალბათ ჩუგოშვილის განცხადება. ის წერდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციიდან ოფიციალური მოთხოვნა მიიღო, დაებრუნებინათ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, ასეთი საკითხი კორუფციულ და ოლიგარქიულ მთავრობებს შორის მოლაპარაკების საგანი შეიძლება გახდეს. მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი საერთაშორისო სკანდალი როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს. რაც მთავარია, იქნება უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა," - ამბობს დეკანოიძე.

    გჯერათ თუ არა, რომ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უკრაინა და საქართველო გარიგდებიან? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს დაუსვა.

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): არა მგონია, მსგავსი რამ მოხდეს. არა მგონია, უკრაინის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთ უცნაურ დათმობაზე წავიდეს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ სასაცილო სასამართლოს, რომელიც ახლა სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

     

     

     

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი): არც უკრაინისთვის და არც საქართველოსთვის მიხეილ სააკაშვილი არ არის ისეთი დიდი ფიგურა, რომ მასზე გარიგება სახელმწიფოებრივ დონეზე მოხდეს. ეს სააკაშვილის პიროვნების ძალიან გაზვიადება იქნებოდა. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ერთი საწყალობელი და შემცდარი კაცია. ადრე ვუწინასწარმეტყველე, რომ საქართველოს ისტორიაში თავის ადგილს ვერ იპოვიდა ისეთად, როგორიც მას წარმოედგინა. საზღვარგარეთ რომ გაიქცა და ეგონა, უკრაინამ გულში ჩამიხუტაო, იქაც უცხო სხეული აღმოჩნდა. სააკაშვილი სადმე უკაცრიელ კუნძულზე უნდა გაგზავნო. მისი ქარიზმა და ენერგია პროგრესული კაცობრიობის წინააღმდეგაა მიმართული. უპირველეს ყოვლისა კი, თავისი სამშობლოს წინააღმდეგ. საქართველოში ის არავის არ სჭირდება, არც ციხეში და არც ციხის გარეთ. მამაჩემს აქვს ცხონება, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა სააკაშვილის კეთილგონიერებისა, კარგად დააკვირდნენ მისი საუბრის მანერას და სიტყვებს. ეს ნორმალური ადამიანის სიტყვები არ არის. პოროშენკოს, მარგველაშვილს ან პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს ერთმანეთთან თუ მეტი სალაპარაკო არ აქვთ, ვიდრე სააკაშვილის ექსტადირების საკითხი, ჯობია, ერთმანეთს არ შეხვდნენ. ვინ ოხერია სააკაშვილი და რას წარმოადგენს ან მსოფლიოს ან საქართველოს ისტორიისთვის.

     ანა რატიანი (ჟურნალისტი): როგორ შეიძლება ექსტრადირება, როდესაც სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა? მაშინ უკრაინის მხარემ ჯერ მოქალაქეობა უნდა წაართვას და შემდეგ ეს უნდა მოხდეს. "ნაციონალებისგან" მორიგი პროვოკაცია მგონია. ვის რაში სჭირდება სააკაშვილი. მგონი, მის ნახევარ ფრთასაც აღარ სჭირდება.

     

     

     

     ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): მართალი რომ გითხრათ, ამის ნაკლებად მჯერა. თუმცა, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა. ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ არიან ის ხალხი, ვინც ამით სერიოზულადაა დაკავებული.

     

     

     

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ვერ გეტყვით. მიმძიმს ამაზე საუბარი. მოქალაქეობა აქვს მიღებული. არა მგონია, უკრაინამ გადაწყვიტოს და გადმოსცეს. თუ ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ეს გარიგება იქნება. უდავოა. სულ არაპოპულარულ რაღაცებს ვამბობ, მაგრამ მაინც ვრისკავ, რადგან მინდა, რომ სიმართლე მკითხველის ყურამდე ანალიზით მივიტანო. მე და ვიღაცები სააკაშვილის მოწინააღმდეგეები რომ ვიყავით, ეს სხვა მხარეა. სააკაშვილი ვიღაცას შეიძლება ესიმპათიურება, ვიღაცას - არა. გუშინ ჟურნალისტს მოვუსმინე, უდესიანს, რომელიც ზონდერად იყო წოდებული მთელი მტკიცებულებებით, არ დაუყადაღეს ქონება და ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ პროკურატურის ლობირება ჩანს, რასაც სულ ვამბობდი. თანხაც იქნა გადახდილი. იგივე ხალხია პროკურატურაში, ვინმე კი არ შეცვლილა. როდესაც პროკურატურა მტკიცებულებად სააკაშვილის ბებიის სახლს და მის პალტოს დებს, ცოტა სასაცილოა. აქედან გამომდინარე, მისი ექსტრადირება თუ ამის საფუძველზე მოხდება, რა თქმა უნდა, ვიფიქრებ, რომ გარიგება შედგა. მინდა, რომ პროკურატურამ დამნაშავე ადამიანზე სამართლებრივი დოკუმენტაცია დადოს. თუ გვინდა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ავაშენოთ, ხელისუფლებამ სამართლებრივი დოკუმენტაცია უნდა გვაჩვენოს. დოკუმენტს თუ ვერ მაჩვენებ, ვიფიქრებ, რომ ქმედება არასამართლებრივია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    gio   (19.07.2017)
    მიშველაძე შე ასლან ფაშას კარის მგოსანო. რა უფლებით აღებ აყროლებულ პირს შე ნაგავო

    ИНЦИТАТУС   (17.07.2017)
    Гамарджоба! Мишвеладзе- Охери да мамадзагли мамашениа ше ахваро. Вин гдихар саертод мартла мцерали хом ар ггониа сакутари тави? САркеши ихедеби? питекантропс гевхар, Нарманиас давесесхеби: маимуно виришвило, , ,Мадлоба,


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter