სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    13.07.2017

    გუშინდელი მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი წარადგინა - ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე, ენერგეტიკის მინისტრის კი ილია ელოშვილი იქნება.

    მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებს, ილია ელოშვილი კი კახი კალაძის პირველი მოადგილე იყო.

    აღნიშნული თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.

    შეიცვლება თუ არა რამე მთავრობის მუშაობაში ახალი გადაადგილებების შედეგად? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წამომადგენლებს მიმართა.

     ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - ცნობილი არითმეტიკული აქსიომაა. დღევანდელ საქართველოს მთავრობას ზუსტად ასე მიესადაგება, რადგანაც მასში პროფესიონალები არ არიან. ეს გადაადგილებები არაფერს არ ნიშნავს, თუ ქვეყნის განვითარების გეზი არ შეიცვალა.

    ჯანელიძეს "მოღვაწეობამ" საგარეო პოლიტიკაში რაც მოიტანა, ყველასთვის ცნობილია. ამ გადაადგილებებს არავითარი აზრი არ აქვს. სანამ ეს ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტირებული იქნება, საქართველოს საზოგადოება სასიკეთოს არაფერს ველით.

     

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): ელოშვილის საქმიანობას არ ვიცნობ და მისი მინისტრობა რას მოგვიტანს, არ ვიცი. ჯანელიძე მთავრობაში არის და მისი ვიცეპრემიერობა გადამწყვეტი არ იქნება. შემდეგში რა იქნება, ამას დრო გვიჩვენებს.

     

     

     

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  ძალიან ეჭვი მეპარება, რამე რომ შეიცვალოს, რადგან ისეთი საზოგადოება დაინიშნა, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და მთლიანობაში მთავრობას სავსებით აწყობს. ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც იყო, მონოტონურად, მეტ-ნაკლებად სტაბილურობით.

    ცვლილებები დემოკრატიულ საკითხებთან უნდა იყოს. გაერო-ს მონაცემებით, საქართველო 50 წლის შემდეგ აღარ იარსებებს. ფიქრი უპირველესად ყოვლისა ამაზეა საჭირო.

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებათა დამცველი): არა მგონია, რამე შეიცვალოს. გადაადგილებები არაფერ ისეთ სერიოზულ ცვლილებას არ გამოიწვევს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებაში ისედაც იყვნენ.

    სადაც იყვენ, ახალი არაფერი გაუკეთებიათ და გადაადგილებების შედეგად რამე ახალი რომ გააკეთონ, არა მგონია. სამწუხაროდ, ადამიანები თანამდებობაზე ინიშნებიან არა იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობა აქვთ, არამედ - ვინ ვის სურს, რომ ხელისუფლებაში იყოს.

     

     იგორ კვესელავა პოლიტოლოგი): მიმაჩნია, რომ მთავრობის განახლება აუცილებელია. კვირიკაშვილმა ყველა ვარიანტში მთავრობა უნდა განაახლოს და პროფესიონალები მოიყვანოს. ისეთი ადამიანები, ვინც საქართველოს განვითარებისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის გზაზე სერიოზულ აგურს დადებენ.

    ცვლილება ცვლილებისთვის კი არა, ქვეყნის განვითარებისთვის უნდა განხორციელდეს. ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, შსს-ს მინისტრის წესიერებასა და ნიჭიერებას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას უფრო შესაფერისი თანამდებობა უნდა მოეძებნოს.

    ამ სისტემას, გამომდინარე იმ მოვლენებიდან, რომლებიც უკანასკნელი თვეების მანძილზე ხდება, სჭირდება პროფესიონალი, უფრო მტკიცე ხელი და არა - ლიბერალური წარმოდგენის მომხრე ადამიანი.

    ელოშვილი წლების განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობს. პროფესიონალია და სასტემას იცნობს. ვფიქრობ, კახი კალაძის სწორი გადაწყვეტილებაა. ბუნებრივია, იგი მთავრობის თავმჯდომარემ დანიშნა, მაგარამ მას რეკომენდაციას აუცილებლად კალაძე გაუწევდა. ამ ეტაპზე ენერგეტიკის მინისტრის დანიშვნა გამართლებულად არ მიმაჩნდა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter