სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    17.06.2017

    რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა და გუშინ ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაცია გამართა.

    პოლიტიკური მოძრაობის ინიციატორთა შორის არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ახალი თაობის ქართველი ბიზნესმენები. მათ შორის "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა, ასევე თეოლოგი ლევან აბაშიძე, მოჭადრაკე ნინო გურიელი და ალუდა გოგლიჩიძე, რომელიც თბილისის ვიცე-მერი იყო და სხვები.

    უსუფაშვილის თქმით, "შენების მოძრაობა" თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი, ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.

    "წლების განმავლობაში წრეზე დავდივართ და ეს ყველაფერი ყელში ამოვიდა. სამოქალაქო კონსოლიდაციის, ფართო მოძრაობის, ამა თუ იმ პარტიაში, სამოქალაქო სექტორსა და სხვა ორგანიზაციებში გაბნეული რესურსის მოკრების, შეთანხმების და შენების მასშტაბური პროცესის დაწყების გარეშე, ისევ იგივე სისტემურ პრობლემებთან გვექნება საქმე.

    "თითქოს ვცვლით ხელისუფლებებს, მაგრამ სისტემა იგივე გვრჩება - დაკნინებული საბჭოური პერიოდის სახელისუფლო მართვის ვერტიკალი, რომელიც 25 წელია, ხრავს და ძიძგნის ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიკურ პოტენციალს, ხანდახან ფსიქოლოგიურ გენოციდსაც კი უწყობს საკუთარ მოსახლეობას. ამ სისტემის ტრანსფორმაციას სჭირდება კონტრსისტემის აწყობა. კონტრსისტემის საფუძველი შეიძლება იყოს სამოქალაქო კონსოლიდაციის პროცესი, პარტნიორობა," - განაცხადა პრეზენტაციის შემდეგ კახა შარტავამ.

    რა პერსპექტივა აქვს უსუფაშვილის ახალ პარტიას? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ნოდარ ნათაძე ("სახალხო ფრონტის" თავმჯდომარე): "თუ კონსტრუქციულად და წესიერად მოიქცევა, შეიძლება ჰქონდეს რაღაც პერსპექტივა. იმისთვის, რომ პარტიამ პოზიცია აირჩიოს და ეს ნაყოფიერი იყოს, აუცილებელია, დათქმად ჰქონდეთ გაცხადებული, რომ სააკაშვილის პარტია და "ქართული ოცნება" არიან ერთი ჯგუფი, რუსეთისგან მართულები."

    რა პერსპექტივა აქვს უსუფაშვილის ახალ პარტიას?

     

     მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "უსუფაშვილის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ არის უაღრესად თანმიმდევრული. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა ძალას შორის. ამ თვალსაზრისით მისი ყოფნა პოლიტიკაში ძალიან საჭიროა. თუ მისი პარტია იმავე პრინციპებს გააგრძელებს, ამ შემთხვევაში მას პერსპექტივა ექნება."

     

     

     ნუგზარ კვაშალი (მომღერალი):"მარტო უსუფაშვილი კი არა, როგორც გავიგე, კიდევ ბევრი ადამიანი აპირებს პარტიის ჩამოყალიბებას. პერსპექტივა კი აქვს მხოლოდ იმ პარტიას, ვისაც კარგი დაფინანსება ექნება. ასე რომ, გავა დრო და გამოჩნდება."

     

     

     

     

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ძნელი სათქმელია. გააჩნია, რა პოლიტიკურ ხედვას და გეგმებს წარმოადგენს. უკვე საკმაოდ დისკრედიტირებულია, რაც გასაგებია. ის პოლიტიკური ძალა მას არ აქვს, რომელიც 2 წლის წინ ჰქონდა. შესაბამისად, ძალიან გაუჭირდება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია მის ნაბიჯებსა და გუნდზე. დანარჩენი ვნახოთ, დრო გვიჩვენებს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter