სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    (10.01.2017)

    "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო კვლავ ნებათაღელვაა - თანაპარტიელები ერთმანეთს უკვე ღიად უპირისპირდებიან. შეძლებენ თუ არა გიგი უგულავა და მისი მომხრეები ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას, 20 იანვარს გაირკვევა, რაც დიდი ალბათობით, პარტიის დაშლის საფუძველიც გახდება.

    პარტიის წევრის აკაკი ბობოხიძის აზრით, პროცესი, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, აწყობს როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე ბიძინა ივანიშვილს. როგორც ბობოხიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, "სამწუხარო თანხვედრაა".

    "პარტიის ე.წ. მეორე მხარეს არაფრის ორგანიზება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე არ ხდება. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დაშლაზე პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებს.

    "ნაციონალური მოძრაობის" ამ მდგომარეობაში ყოფნა ბიძინასაც აწყობს და მიშასაც აწყობს. ეს სამწუხარო თანხვედრაა - ოღონდ ერთს აწყობს სხვა მოტივით და მეორეს - სხვა მოტივით. ერთი მოტივი კი, ორივეს საერთო აქვს - ორივეს უნდა პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს მარტო ორი ფიგურა და ორი მოთამაშე - მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.

    "ეს როგორც ჩანს, ორივეს ინტერესებში შედის, თუმცა ეს ურთიერთანხმობით კი არ ხდება, არამედ ეს ინტერესებით უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს.

    "მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" და ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ლიდერად მის გარდა არავინ არ უნდა ჩამოყალიბდეს. ბიძინა ივანიშვილსაც აწყობს მუდმივად მისი მყარი პარტნიორი მიხეილ სააკაშვილი იყოს და არა გამოჩნდეს არავინ სხვა", - აცხადებს ბობოხიძე.

    თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მოვლენები?! ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა?

     გია ბუღაძე  (მხატვარი): ერთმანეთს ისეთ შეუარცხოფებს აყენებენ, რომ გაუჭირდებათ ერთად თანაცხოვრება, დაიშლებიან. დაშლის მერე კი ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები კიდევ უფრო გაძლიერდებიან.

     

     

     

     ჯემალ ჭკუასელი (ასამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): არ ვარ პოლიტიკოსი და ვერაფერს გეტყვით და, არც მაინტერესებს "ნაციონალური მოძრაობის" ბედი. ესენი ძალიან არაპროგნოზირებადი ხალხია, თუმცა ჩემი აზრით, პარტია ისედაც უკვე დაშლილია.

    რაც შეეხება ბოკერიას და სააკაშვილის ფრთას, ჩემთვის ორივე ერთიდა იგივე ძალაა, ამიტომ არა მგონია, რომელიმემ შეძლოს რეიტინგის აწევა და გაძლიერება.

     ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობაში" არანაირი დაპირსპირება არ არის. უბრალოდ ასე ჩანს, ეს ყველაფერი საჩვენებლად არის გაკეთებული, რომ ვითომ დასუსტდნენ. მაგრამ ეს თუ სიმართლეს შეესაბამება, ასეთი ოპოზიცია ვერაფერს ვეღარ გააკეთებს და ჯობია, რომ დაიშალონ.

    გიგი უგულავა ძალიან პოპულარულია, თანაც ახალი განთავისუფლებულია და შეიძლება შეძლოს გარკვეული რეიტინგის მოპოვება. მე მგონი მის მხარეს იქნება პარტიის თითქმის მთელი ძალა.

     დიმა ჯაიანი (მსახიობი): სიბოროტეზე შექმნილი პარტია ყოველთვის იშლება. თანაც, ფაქტობრივად გიგი უგულავამ სააკაშვილი უკვე "მოახრჩო".

     

     

     

     დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად დაიშლება. იქ ფული და ხელისუფლებაა გასაყოფი - ესენი კი ამაზე ისე არიან გაგიჟებულები, რომ ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ.

    თუმცა, ჩემთვის პირადად არანაირი განსხავება, არ არის საკაშვილსა და ბოკერიას შორის. უბრალოდ გემი იძირება და ლიდერები გარბიან. ჩემი აზრით, სააკაშვილის მომხრეებს ექნებათ უფრო მეტი რეიტინგი, მიუხედავად იმისა, რომ იგი გაიქცა და ცუდად მოიქცა.

    უფრო მეტსაც გეტყვით, მე მგონი მოგვიანებით დაპირისპირება ბოკერიასა და უგულავას შორისაც დაიწყება, რადგან ორივეს ლიდერობა უნდა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ?????   (10.01.2017)
    dodoshka!!!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter