რეზონანსი
25.02.2024

ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე, სოციალურ ქსელში ცხოველთა უფლებადამცველ თამაზ ელიზბარაშვილს დაუპირისპირდა. როგორც ლოსაბერიძე წერს, ელიზბარაშვილის მიერ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის მიმართ გაკეთებული განცხადებები არაკაცურია.

როგორც ტასო ლოსაბერიძე წერს, მაია ბითაძე წლების წინ გაიცნო და პირადად იცის, იმ საქმეების შესახებ, რაც ბითაძეს ცხოველების დაცვისთვის წლების განმავლობაში გაუკეთებია.

უფლებადამცველი, ელიზბარაშვილის პოზიციას კატეგორიულად ემიჯნება და ქალის მიმართ გაჟღერებულ არაკორექტულ მიმართვას და ლანძღვას გმობს.

„კაცი რომ დადგება და ლაივში ქალის ლანძღვას დაიწყებს, რა ამაზრზენია!

ზოგადად უნდა გვესმოდეს რომ ყველა ადამიანს სამსახურის იქეთ აქვს სხვა ცხოვრება, ყავს ოჯახი, შვილები.

მესმის რომ შეიძლება რაღაცა შენიშვნები გვქონდეს, არ მოგვწონდეს, მაგრამ კაცი რომ

ლაივიდან ქალს ბინძურად გალანძღავს, არც კაცური და არც ადამიანურია. 

მაია ბითაძე რომ გავიცანი ძალიან პატარა ვიყავი. ძალიან ბევრი რამე მახსოვს, რაც გაუკეთებია ცხოველებისთვის ამ წლების განმავლობაში, ჩამოთვლას არ დავიწყებ, ძალიან გამიგრძელდება. და ზუსტად ამის გამო ვცემ ამ ადამიანს დღემდე უდიდეს პატივს. 

ამ დღეების განმავლობაში ბევრს გეწერათ მაიაზე რაღაცეები, არავისთვის არ გამიცია პასუხი, მაგრამ გუშინ ელიზბარაშვილმა რაც იკადრა ლაივში, ამაზე ვეღარ გავჩუმდები და საჯაროდ ვიტყვი საბოლოოდ, მაიაზე ვინც ერთ გადაბრუნებულ სიტყვას იტყვით, ყველას დაგემშვიდობებით. 

ვემიჯნები ყველანაირად ამ კაცს და მის პროტესტს, რაც არ უნდა სიმართლეს ამბობდეს კანონზე, რადგან ქალზე მოძალადე, ჩემთვის კარგი ადამიანი ვერ იქნება.

და ყველას გაგემიჯნებით, ვინც მსგავსად მოიქცევით.

კანონპროექტი რომ იდეალური არ არის ყველა ვთანხმდებით და ამის გამოსწორებაზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ქალზე ძალადობაზეც რომ არ შეიძლება თვალის დახუჭვა, ესეც უნდა გვახსოვდეს“, - დაწერა ლოსაბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×