რეზონანსი
24.02.2023

რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რა დროსაც ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა, საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებულია.

როგორც ცნობილი გახდა, ავარიის გამო ჩაკეტილი მონაკვეთი გაიხსნა, თუმცა, ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან, რადგანაც საავტომობილო გზაზე ძალიან დიდი საცობია.

მოძრაობას უამინდობა და უხვი ნალექიც აფერხებს.

რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ საცობთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტება გააკეთეს და აღნიშნეს, „საცობი ტრაილერებმა და მსუბუქმა ავტომობილებმა შექმნეს“. 

„დაახლოებით 6 საათია რაც რიკოთის უღელტეხილზე საცობია. საცობი ტრაილერებმა და მსუბუქმა ავტომობილებმა გამოიწვია. სამი ტრაილერი მოცურდა და გზის სავალი ნაწილი დაიკავა. შემდეგ ტექნიკა მივიდა, მაგრამ ამას დაერთო ის ფაქტი, რომ მანქანები, მძღოლები ხელს უშლიდნენ ტექნიკას რომ ემუშავათ. ამან ძალიან რთული მდგომარეობა შექმნა. ძალიან რთული მეტეოროლოგიური პირობებია, ინტენსიური თოვა, ლიპყინული და ქარბუქია. შეზღუდული ხილვადობაა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავკრძალეთ ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება სურამიდან საქასრიამდე“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში. 

ამასთან, დეპარტამენტში ვერ აკონკრეტებენ დროს თუ როდის გაიხსნება საავტომობილო გზა.

„მოგვეშველეთ! საწვავი და სააჭმელი არ გვაქვს” - წერენ საცობში მოტოლილები სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×