რეზონანსი
23.02.2023

24 წლის რუსთაველი ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაჭრეს და გუშინ კლინიკაში გარდაიცვალა, ალექსანდრე გელაზონიაა. ახალგაზრდა დაოჯახებული არ იყო, თუმცა მას საცოლე ჰყავდა და დაქორწინებას უახლოეს მომავალში აპირებდა.

გაგარინის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირების ზუსტ მიზეზებთან დაკავშირებით ვერავინ საუბრობს, თუმცა როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარდაცვლილის დამ უთხრა, ბიჭს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა 2 ადამიანი, შემდეგ კი ერთ-ერთი გაეკიდა და ახალგაზრდას ცივი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენა.

24 წლის ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს, გუშინ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×