რეზონანსი
22.01.2023

ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვენერა ობოლაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება და წერს:

„3 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ვენერა ობოლაშვილი ვაქციეთ ტელევარსკვლავად.

არ გამოვრიცხავ, მალე ცეკვავენ ვარსკვლავებშიც მიიღოს მონაწილეობა.

საინტერესო ერი ვართ..." - წერს კაკაბაძე.

ცნობისთვის, 13 წლის წინ, 55 წლის ვენერა ობოლაშვილმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×