რეზონანსი
09.01.2023

ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს.

ცოტა ხნის წინ დიზაინერმა გიორგი მასხულიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა:

„ეს მეგობრები მაშინ სად ეგდეთ, რომ ცუდად იყო „პერედოზი" მოუვიდა და ადამიანი ათი დღის მანძილზე ერთხელ რატომ არ მოიკითხეთ, ან არ ახვედით მასთან, მაშინ სად იყავით ახლა რომ ენები გაქვთ გათქვლეფილი, ხან რას წერთ ხან რას, გრცხვენოდეთ რა გრცხვენოდეთ. ახლა ამ სიტუაციით გსურთ ყურადღების მიპყრობა, თორემ ლიზა რომ გადარდებდეთ ის ახლა ცოცხალი იქნებოდა, მეგობრები არა კიდევ რა.

სადღა არსებობს მეგობრობა ადამიანი მიაგდეთ და გარდაიცვალა, იქნებ რა ცოტა რამე შველოდა თქვენი დახმარებიდან, იქნებ რა სჭირდებოდა, ახლა რომ უკიდეგანოდ გაქვთ ეს ენები გადმოგდებული მაგ დროს. სად ბრძანდებოდით სად. ნათელში ამყოფოს მისი სული", - დაწერა მასხულიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×