რეზონანსი
09.01.2023

9 იანვარი 2023 წლის პირველი სამუშაო დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამომავლო წარმატებებისთვის დრო უკვე ჩაირთო. ასტროლოგების თქმით, ეს მნიშვნელოვანი თარიღია, როდესაც თითოეულ ადამიანს შეუძლია, მთელი წლისთვის იღბალი მოიზიდოს. ითვლება, რომ როგორც გავატარებთ ამ დღეს, 2023 წლის განმავლობაშიც ძირითადად ის ტენდენცია გვექნება. ამიტომაც, ახლა შესაძლებლობები ჩვენს ხელშია.

შავი მთვარე კირჩხიბიდან ლომის ნიშანში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს თვითგამოხატვის სურვილი გაუჩნდებათ. ასტროლოგების თქმით, დღეს შესანიშნავი დროა, რომ გახსნათ საკუთარი ბლოგი, წამოიწყოთ ის საქმე, რომელიც სულ გინდოდათ, რომ გაგეკეთებინათ, პირველი ნაბიჯი გადადგათ სამომავლო წარმატებისკენ. ახლობლების, მეგობრების წახალისებამ და შექებამ კი შესაძლოა, ეს მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდოს. ამიტომაც, სთხოვეთ მათ, რომ მხარი დაგიჭირონ. ასტროლოგების თქმით, ის საქმეები, რასაც დღეს წამოიწყებთ, მთელი წლის განმავლობაში პროგრესული იქნება და საინტერესო თავგადასავალსაც მოგიტანთ, გექნებათ განვითარების პერსპექტივა და შეძლებთ, მომავალს უფრო ცხადად შეხედოთ.

2023 წლის პირველი სამუშაო დღისთვის პლანეტა მარსის მთავარი რჩევაა: "ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმე." დაიწყეთ მოქმედება, ჩამოიტოვეთ ყველა ეჭვი და შიში და გაბედეთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, რომ გაგეკეთებინათ. თავდაჯერებულობის შენარჩუნებას კი მთელი წლის განმავლობაში შეძლებთ და წარმატებასაც მიაღწევთ.

დაიწყეთ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი და დაფიქრდით, რა გჭირდებათ წარმატებისთვის. სამუდამოდ დაემშვიდობეთ ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერება და სიხარული აღარ მოაქვთ, თქვენს წარმატებას აფერხებენ და მოტივაციას გიკარგავენ, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ დღეს თქვენთვის საინტერესო პროექტები დაგეგმოთ, თუმცა ბრმად არ ენდოთ ყველა ინიციატივასა და წინადადებას. შეინარჩუნეთ შემართება და 2023 წელს შეძლებთ, რომ ყველა საქმეს დიდი მონდომებითა და წარმატების სურვილით შეხვდეთ.

mshoblebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×