რეზონანსი
23.12.2022

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა ყოფილმა პოლიციელმა დღეს 8-თვიანი დუმილი დაარღვია. მან სასამართლოს ჩვენება მისცა. ბეროზაშვილმა უპასუხა მისი ადვოკატის შეკითხვებს და გაიხსენა, რატომ გავიდა დილით, რა თანხით გადაადგილდებოდა  და შემდგომ რა ვითარებაში იპოვა მშობლები.

ყოფილმა პოლიციელმა მშობლების მკვლელობის ფაქტი ისევ უარყო. რამდენიმეთვიანი დუმილი ამით დაარღვია და განაცხადა, რომ პირველი ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა.

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ ბრალდებულს დღეს დაცვის მხარე დაკითხავს, რის შემდეგაც ჩაინიშნება შემდეგი პროცესი.

უკვე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლო დასკვნით ეტაპზე გადადის, სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში განაჩენი გამოცხადდება. დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×