რეზონანსი
22.12.2022

წუხელ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა კუთვნილ ავტომობილს, საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა. როგორც ცნობილია. ნასვამი წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, ზუგდიდის სოფელ ცაიშის მონაკვეთთან დარღვევით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ის სამართალდაცავებმა გააჩერეს.

პოლიციამ ხარჩილავა ალკოტესტზე შეამოწმა და მას სიმთვრალე დაუდასტურდა. თავად ხარჩილავამ მომხდარს გაუგებრობა უწოდა და განაცხადა, რომ ის თბილისში მიდიოდა, თუმცა სამართალდამცავებმა გაურკვეველი მიზეზით გააჩერეს.

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი კუთვნილ ძვირადღირებულ ავტომობილში, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ საკმაოდ სოლიდურ თანხად შეიძინა მარტო იმყოფებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×