რეზონანსი
21.12.2022

იუმორისტი, ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში მის მიმართ დამოკიდებულებაზე წერს და აღნიშნავს, რომ არცერთი სამუშაო არ არის სასირცხვილო.

"ამ თემაზე არ მინდოდა არაფრის დაწერა, რადგან ზოგჯერ სჯობს გაატარო. უბრალოდ, მარტო მე რომ მეხებოდეს ასეც ვიზამდი.

ჩემთვის ნებისმიერი ადამიანი ძვირფასია, ვისთან ერთადაც საქმეს ვაკეთებ.

მათ შორის ის ახალგაზრდები, ვინც საინფორმაციო ფურცლებს (ფლაერებს) ურიგებს მოქალაქეებს.

მაგ დროს ეგ ხალხი უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს.

სწორედ ამ საქმის მნიშვნელობა არის მიზეზი, რომ მეც ვდგავარ ხოლმე და ვარიგებ ამ ფლაერებს.

სამწუხაროდ, ადამიანებმა დაივიწყეს, რომ სიტყვას აქვს ძალა. დაუვიწყეს, რომ შეუძლიათ დაუდევრობით ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ადამიანს გული გაუტეხოს.

99,% ვისაც მე ვაძლევ ხოლმე ამ ფლაერებს, ხვდებიან, რაც ხდება.

თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ირონიულად და ცინიკურად ამბობენ და აქაც წერენ - ეს რა დაგმართნია?! უკვე ამასაც აკეთებ?!

შესაბამისად ცდილობენ ამით დამცინონ.

თუმცა მე ეს ამბავი გულს ვერ მატკენს. ვერ მატკენს, რადგან ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულით ვაკეთებ ამ საქმეს.

მაგრამ გული ეტკინებათ იმათ, ვინც პრომოდ (ფლაერების დამრიგებლად) მუშაობს.

რა არის ამ საქმეში დასაცინი?!

რა არის ამ საქმეში სასირცხვილო?!

ზუსტად ვიცი, რომ ეს ეპოქა მალე დასრულდება და ერთმანეთის უმიზეზოდ დაცინვა გახდება სირცხვილი!", -წერს ქავთარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×