რეზონანსი
19.12.2022

დალი ჩიტალაძეს მამა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას იგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მართალი უთქვამთ, მშობელს ასაკი არ აქვსო…. ჩემმა მამიკომ ღირსეული და ტკივილით სავსე 90 წელი განვლო ამ ქვეყანაზე, აქედან 60 წელი თავის უსაყვარლეს მეუღლესთან გეტუნიასთან ერთად,  ტკბილი და თბილი, ნიჭიერი და უკეთილშობილესი, მზრუნველი და მოსიყვარულე მშობელი, ყოველთვის მქონდა მისი იმედი  რომ არა ორი შვილის გარდაცვალების ტრაგედია შეიძლება 100 წელიც ეცხოვრა, და მისი ბრჭყვიალა და თბილი ღიმილით გაეთბო სამყარო და საყვარელი ადამიანები.

გამგლიჯა და წაიღო ჩემი დაფლეთილი გული, მტკივა და მენატრება უკვე მისი სიყვარული, ასეთი სიყვარულით სავსე ადამიანებით არსებობს ეს სამყარო და იარსებებს სანამ ერთმანეთის პატივისცემას და სიყვარულის გაზიარებას შევძლებთ...“, - წერს დალი ჩიტალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×