რეზონანსი
06.12.2022

ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხის გარშემო შებმულ სამგლოვიარო ლენტებს შესახებ წერს.

"საშინელებაა ასეთ პატარა ქვეყანაში, ამდენი ვაჟკაცი იღუპებოდეს. ასევე საშინელებაა, ჩვენს შვილებს ახალი წელი შავი ლენტებით შეახვედრო.

ამ თაობას ის დაკარგული 2 წელიც ეყოფა პანდემიას რომ ჩააყოლეს!

უკრაინელებმა ქართულ რესტორანში აღნიშნონ ახალი წელი და ჩვენს შვილებს ნაძვის ხე ჩავუქროთ, რა ლოგიკაა მართლა ვერ მივხვდი!“, - წერს ხატია სიჭინავა.

ორიოდე დღის წინ თბილისში თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხის გარშემო სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და შავი ლენტები შეაბეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×