რეზონანსი
15.11.2022

როგორც მსახიობმა ლაშა გურგენიძე იხსენებს, იყო დრო, როდესაც დედამ გაჭირვების გამო, დროებით ბავშვთა სახლში დატოვა.

“იყო ისეთი პერიოდი, რომ დედაჩემი სამსახურის გარეშე დარჩა. სახლში მთელი ღამე იჯდა და კერავდა, რომ პატარა შემოსავალი გვქონოდა. მაშინ ისე გაგვიჭირდა, რომ მითხრა ცოტა ხანი, სანამ სამსახურს ვნახავ, უნდა წაგიყვანოო. ამიხსნა და გავიგე ეს ყველაფერი. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ბავშვთა სახლში მაკითხავდა ხოლმე ხშირად. არასდროს არ მქონია ის მომენტი, რომ იქ დავრჩებოდი, თუმცა მინდოდა მალე წამოვსულიყავი. მთელი ღამე ვტიროდი და ისტერიკებს ვაწყობდი”, – აღნიშნა "ფარულ კონვერტში" სტუმრობისას ლაშა გურგენიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×