რეზონანსი
12.11.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან მნიშვნელოვანი საუბრის დროა, უმჯობესია, დაუყოვნებლად იმოქმედოთ. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ ვიღაცამ შეიძლება არასწორად გაგიგოთ.

კურო

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ნაჩქარევ ქმედებებსა და გადაწყვეტილებას ერიდოთ. ამ დღეს ჯერ მოქმედებთ და მერე ფიქრობთ, რამაც შეიძლება უამრავი შეცდომა გამოიწვიოს. ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და მეტი მოთმინება გამოიჩინოთ.

ტყუპები

მალე ურთულეს საქმეებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით და ყველაზე ჩახლართული საქმიდან გამოსავალს იპოვით. სიამოვნებით ეხმარებით ყველას, ვინც დახმარებისთვის მოგმართავთ.

კირჩხიბი

უზარმაზარ, თითქმის უსაზღვრო პოტენციალს გრძნობთ! მთავარია ამ შესაძლებლობით სარგებლობა მოახერხოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ. ეს დღე საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსს გთავაზობთ.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე სიჩუმეში გაატაროთ. ეცადეთ, მიმდინარე მოვლენებისგან დისტანცირება მოახერხოთ. თუნდაც, უბრალოდ, დივანზე წოლა საკუთარი თავის დანახვაში და კითხვებზე პასუხების პოვნაში დაგეხმარებათ.

ქალწული

დღეს ისეთი მშვიდი და აუღელვებელი ხართ, როგორც არასდროს. ამას თქვენ გვერდით ყველა გრძნობს. ეს დღე იდეალურია ახალი ნაცნობობისთვის, ურთიერთობისთვის, სიყვარულისა დ მოგზაურობისთვის.

სასწორი

შესანიშნავი დღეა კარიერაზე ან სხვა ამბიციურ მიზნებზე ფოკუსირებისთვის. თუმცა, გირჩევთ საქმეში სხვა ადამიანებს არ დაეყრდნოთ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.

მორიელი

შესაძლოა, ერთი შეხედვით, არასახარბიელო გარემოება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. გირჩევთ, ბედს ნუ უჩივით და ნაჩქარევ დასკვნებს მოერიდეთ. შეიძლება არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენის „ფარდის ქვეშ“ ბედმა მშვენიერი სიურპრიზი მოგიმზადოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე დიდ შესაძლებლობებს გპირდებათ. საბრძოლო განწყობაზე ხართ და დაბრკოლებები მხოლოდ აზარტს გმატებთ და გამარჯვებისთვის განგაწყობთ.

თხის რქა

შესაძლოა, ძალიან მაცდური შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, კარგად უნდა დაფიქრდეთ. შესაძლოა, შეთავაზება მართლაც მოგებიანი აღმოჩნდეს, ან მასში რაღაც ხაფანგი იმალებოდეს. ამის გასარკვევად ეცადეთ, მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ.

მერწყული

ნუ ცდილობთ, ყველაფერი სწორად აკეთოთ და ყველა წვრილმანი წინასწარ გათვალოთ. ნებისმიერი მცირე გადაცდომა სიმშვიდეს და წონასწორობას გიკარგავთ. ეცადეთ ცოტა დამშვიდდეთ და საკუთარ თავს გვერდიდან, იუმორით შეხედოთ.

თევზები

ბედმა შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადოთ. არ არის გამორიცხული საჩუქარი, დაწინაურება და დაუგეგმავი შემოსავალი. ერთადერთი სირთულე გარშემო მყოფებთან ურთიერთობაა - საკუთარ წარმატებებზე ფოკუსირებით შეიძლება ვიღაცას გული ატკინოთ. ეცადეთ, უფრო მოკრძალებულად იცხოვროთ და სხვა ადამიანების გრძნობები არ შელახოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×