რეზონანსი
08.11.2022

სავსემთვარეობის და მთვარის დაბნელების ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მთვარის შეერთება პლანეტა ურანთან და აღმავალ კვანძთან კუროს ზოდიაქოს ნიშანში, მისი დაპირისპირება მზესთან, მერკურისა და ვენერას პლანეტარული ენერგიებთან მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, შავი და თეთრი ძალების დაპირისპირებას გამოიწვევს.

„მართალია, საბოლოო ჯამში ნათელი ძალები გაიმარჯვებენ, მაგრამ გამარჯვება რთული და საკმაოდ ძვირი იქნება. მძიმე ასტროლოგიური მოვლენა ნეგატიურად აისახება ადამიანების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მოიმატებს აგრესია და გაღიზიანება, ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. არ ღირს სიჯიუტის და ზედმეტი ეჭვიანობის გამოვლენა. კარგად დაფიქრდით გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან დღეს დაშვებული შეცდომის გამოსწორებას მთელი 6 თვე დასჭირდება“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი. 

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს კაპიტალის დაბანდება და მსხვილი საყიდლების გაკეთება. 

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას, რადგან ორგანიზმი თვითგანწმენდის რეჟიმზეა გადასული. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას. 

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×