რეზონანსი
07.11.2022

ეკა კვალიაშვილი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და იხსენებს დაოჯახებისა და მეუღლესთან დაშორების პერიოდს,

„25 წლის ვიყავი, ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი და გავიპარეთ. ოჯახის წევრებს არჩევანი არ მოეწონათ, რადგან ჩემს მეუღლეს ჰყავდა ცოლი. დაოჯახებული იყო, მაგრამ მე მისი აქტიურობიდან  გამომდინარე, უფრო ვენდე. რა თქმა უნდა, მე დამადანაშაულეს მათი ოჯახის დანგრევაში, მაგრამ თავად ჰქონდა დიდი სურვილი. მე მთელი ცხოვრებაა ვეძებ ნამდვილ სიყვარულს, ვიპოვე და მორჩაო. დედამთილმა ბოლომდე არ მიმიღო, როგორი მისაღები ვიყავი, რძალი სახლში ეჯდა...  

ისე დავშორდით, მათთან კონტაქტი არ მქონია. 3 წელი ვიცხოვრეთ ერთად, შვილიც გვყავდა. თავიდან თითქოს ადვილი იყო, მერე რთული გახდა. ომი იყო სულ... მე მივიღე დაშორების გადაწყვეტილება, ბოლოს დავიღალე... ძალიან მიყვარდა, დაშორება გამიჭირდა, მაგრამ მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება. 

ძალიან დიდი სიყვარული იყო, ორივეს გაგვიჭირდა, მაგრამ არ შემეძლო მთელი ცხოვრება გამეძლო. სამსახურში რომ წავიდა, ჩავალაგე ჩემი ნივთები და წამოვედი, არც მითქვამს... გაგიჟდა, რა გააკეთეო.“ - იხსენებს ეკა კვალიაშვილი გადაცემაში „სხვა კითხვები“.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×