რეზონანსი
07.11.2022

ცოტნე გამსახურდია, რომელიც 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს, ამჟამად რეაბილიტაციას საქართველოში, წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გადის. 

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მანანა არჩვაძე და მისი მხარდამჭერები წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრთან მართავენ აქცია-პერდორმანსს „დაუბრუნეთ ცოტნე დედას“. 

მანანა არჩვაძე და მისივე მხარდამჭერები თავდასხმებს აგრძელებენ სოციალურ ქსელშიც, ისინი აგრესიას გამოხატავენ მთავრობის წევრების მისამართით, მათ შორის თავდაცვის მინისტრ ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის მისამართითაც, რომელმაც ცოტ­ნეს მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ელექტრო ეტლი აჩუ­ქა.

„ის ეტლი მოხმარდეს მას და იმაზე უარესი, რომ ეტლიც არ დასჭირდეს. ფორთხვით იაროს მიწაზე“, - ამბობს ცოტნე გამსახურდიას დედა ერთ-ერთ მიმართვაში. 

როგორც რეაბილიტოლოგი ამბობს, მანანა არჩვაძე წყევლის ყველას. 

თუ არქივს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ რომ ცოტნეს ძმა, კონსტანტინე გამსახურდია დედისგან განსხვავებით მადლობელია თავდაცვის მინისტრის კეთილშობილებით. 

„ეს მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ეტლი მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში მზად­დე­ბა. უღრმესი მად­ლო­ბა ბა­ტო­ნო ჯუ­ან­შერს, ასე­ვე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უწყე­ბის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელს, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ ამ ეტ­ლის შე­ძე­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოგ­ზავ­ნა­ში" - წერდა კონსტანტინე გამსახურდია.

"ტვ პირველი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×