რეზონანსი
01.11.2022

სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა ვრცელდება ფოტო, სადაც  ახალგაზრდა გოგო „გლოვოს“ საკურიერო ჩანთითა და პატარა ბავშვით დადის. ჟურნალისტი თამო კეშელავა მიტანის სერვისის მქონე კომპანიას ქველმოქმედებისკენ მოუწოდებს.

„გლოვო, რა ბანძი ბიზნესი ხარ, ორი დღეა ბავშვით ხელში მომუშავე, გაჭირვებული გოგოს ფოტოთი პიარდები. უყიდე ბინა, უქირავე ძიძა, რამე მაინც გააკეთე!

სახელმწიფომ რომ უნდა გაუკეთოს, ვიცი და ხმასაც ვიღებ, მაგრამ ამ სახელმწიფოში აკეთებ შენ ბიზნესს და თან ჩუმადაც ხარ და თბილადაც და ერთხელ რომ გამოიჩიო სოციალური პასუხისმგებლობა, არ ამოწყდები“, - წერს თამო კეშელავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×