რეზონანსი
30.10.2022

ყოფილი პოლიტიკოსი, მეღვინე ანდრო ბარნოვი საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებზე წერს, რომლებმაც თბილისში ბარების გახსნა დაიწყეს.

"გააზიარეთ!

მოადგნენ რუსი დეზერტირები ღვინის თემას და დაიწყეს ბარების გახსნა თბილისში. მომწერა დღეს ერთმა ასეთმა ნაგავმა, ვერცხლის ქუჩაზე გავიხსენით და ღვინო მოგვეციო. მაშინვე მოვთხოვე პუტინის, ტერორისტი რუსეთის, საქართველოს, უკრაინის, ყირიმის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ საზეპირო მანტრა, რაზეც მიპასუხა, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს და ა.შ. ალბათ ხვდებით, სადაც გავუშვებდი ამ ნაბიჭვარს.

მოკლედ, მეღვინე მეგობრებო, ხომ ისინიც კი მიყვარხართ, ვინც ქოცებს ეტენებით... მაგრამ... ამ ბარებს პირადად შემოვივლი და ერთი არ მინდა, ვინმეს ღვინო აღმოვაჩინო თაროზე. საჯაროდ გამოგაჭენებთ და სამუდამოდ თავს მოგჭრით იცოდეთ. არ გაეკაროთ ამ ნაბიჭვრებს! იარონ ქართულ ბარებში და შეერწყან აქაურობის სულისკვეთებას თუ აქ ცხოვრება უნდათ! გამიკეთეს აქ ალტერნატიული პატარა რუსეთი! მაგათი დედაც და ვინც მაგათთან ითანამშრომლებს, იმათი ზევიდან!", - წერს ბარნოვი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ასევე რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალაქე გამოიქცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×