რეზონანსი
30.10.2022

 რაც ანა ანესაშვილს გადახდა თავს, ალბათ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი სტრესისგან დაზღვეული იყოს. ანა თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღისთვის ემზადებოდა. 23 ოქტომბერს ხელი უნდა მოეწერა. რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა ანალიზების გაკეთება და კოშმარიც აქედან დაიწყო.

,,19 ოქტომბერი, ფაქტობრივად, გლოვის დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დაუდევარი ექიმების გამო მომისპეს ჯანმთელობა, გამანადგურეს ფსიქოლოგიურად და მიმიყვანეს სუიციდამდე… ერთ დღეში ნახევარი სიცოცხლე წამართვეს არაადამიანებმა. 15-ში გავიკეთე კვლევები ბათუმში… 23 ოქტომბერს, ჩემს დაბადების დღეზე დაგეგმილი მქონდა ხელის მოწერა, კაბას ვიკერავდი, ტორტი შერჩეული…

აი, სულის ფანცქალით რომ ელი, 23 დადგეს, ცამდე რომ ხარ გაბრწყინებული და 19-ში საღამოს მირეკავენ და ნაგლად, პირდაპირ, უტაქტოდ და ნიშნისმოგებით მეუბნებიან, რომ მაქვს შიდსი!

ფორმა იყო იმდენად შოკი, რომ ვხაოდი, ენა ჩამივარდა, ვერც ვლაპარაკობდი,  ისტერიკული შეტევა მქონდა და ეს გოგო მეუბნება, შენ ხომ ამბობდი, რომ ყველა ანალიზი სუფთა მაქვსო, ჰოდა, არ გაქვს სუფთა, შიდსი ამოგივიდაო…

ხომ არ გაგიჟდი, რა შიდსი, რას ბოდავ-მეთქი, ვუთხარი. აუ, კორექტულად მესაუბრეო.

ხალხო, ქალმა სიცოცხლე ჩამიკლა. ის კი არ მითხრა, რაღაც საეჭვო ამოვიდა, ანა და მოდი, გადავამოწმოთო, არა, აი, ასე პირდაპირ სიცოცხლე გამინახევრა თავისი არაადამიანური ქცევებით… რა თქმა უნდა, მოვიძიე კერძო ლაბორატორია ბათუმშივე და გადავამოწმეთ მეორე დღეს. პასუხი მოვიდა ნეგატივი… ჩამოვედი თბილისშიც. ინფექციურშიც გავიკეთე ძირფესვიანი კვლევა და ნეგატივი, ხალხო.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, ეს აბსურდი იყო, ფსიქოლოგიურად მომსპეს. ჩამიშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. ახლა თქვენ მითხარით, რისი ღირსები არიან ჩემი გამწარებისთვის?!” – დაწერა ანამ სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×