რეზონანსი
29.10.2022

გადაცემა „სიცრუის დეტექტორის" მორიგი სტუმარი მომღერალი - ზუკა ხუციშვილი გახლდათ. მან მამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამამისს - გიო ხუციშვილს ზრდილობაზე ლექციების კითხვა არ უყვარდა.

„თავისი ქმედებებიდან გამომდინარე ვცდილობ დავემსგავსო მას. არასდროს უყვარდა ჭკუის დარიგება და ლექციების კითხვა. იმდენად დიდი სიცარიელე დატოვა, რომ ძალიან რთულია ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. მე მის ნახევარს თუ მაინც გავაკეთებ ცხოვრებაში, რაც გიომ გააკეთა, მადლობელი ვიქნები. ძალიან სწორად ცხოვრობდა. თითქოს, დაბადებიდანვე წიგნაკი ჰქონდა, სადაც, ეწერა როგორ უნდა იცხოვროს კაცმა, როგორ უნდა იცხოვროს ქალაქელმა ქართველმა ადამიანმა. მაგის მაგალითებით ვცხოვრობ მეც. ყოველი ნაბიჯის წინ, ვფიქრობ, გიო რას გააკეთებდა", - თქვა ზუკა ხუციშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×